/
Welcome Guest!

პირველ რიგში გვინდა შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი საიტი ინდივიდუალურია. შესაძლებელია, რასაკვირველია, დავწეროთ რამდენი გადაგვიხადეს ყველა მაგალითში ჩვენი პორტფოლიოდან, მაგრამ სათუოა, რომ თქვენ მოისურვებთ სხვისი საიტის სრულ ასლს.

კალკულატორი, რომლის დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ უფრო დეტალურად შეაფასოთ საიტის ღირებულება.

და ბოლოს მესამე, ჩვენ გვინდა აქ მოგიყვეთ უფრო დეტალურად რას წარმოადგენს ჩვენი ტარიფები.

ტარიფი საწყისი

ყველაზე მარტივი საიტი. ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია; უბრალოდ მასზე ნავარაუდევია რთული გადაწყვეტილებების მინიმუმი. თუ თქვენ ფოტოგრაფი ხართ და გჭირდებათ პორტფოლიო; თუ თქვენ რამოდენიმე მომსახურებას წევთ და საიტი გჭირდებათ ინტერნეტში წარმომადგენლობისათვის; თუ თქვენ გჭირდებათ სადესანტო გვერდი ერთი პროექტის რეკლამისათვის – ეს ტარიფი თქვენთვისაა.

ეს იქნება ლამაზი საიტი, ადაპტირებული ნებისმიერი მოწყობილობებიდან ნახვისათვის. მაგრამ იქ არ იქნება არავითარი განსაკუთრებული სირთულეები. რამოდენიმე გვერდი მარტივი დაკაბადონებით, ორი (მთავარი და კონტაქტები) დაკაბადონებული უფრო რთულად, თქვენთან მოსვლის სქემა, კავშირის ფორმა, ტექსტები და ფოტოსურათები. ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, თითოეული კლიენტი იგონებს ღაღაც თავისებურებას. მაგრამ ასეთი დამატებითი ხარჯების გარეშე საიტის შემუშავება დაგიჯდებათ 600 ლარიდან ყველაფრის გათვალისწინებით.

ტარიფი ბიზნესი

ეს უკვე უფრო რთულია. ამ ტარიფს განეკუთვნება რესტორნის, სასტუმროს, ავტოსერვისის ან ვთქვათ, სილამაზის სალონის საიტი. აქ ნავარაუდევია უფრო რთული დაკაბადონება, მიღებაზე ჩაწერის ფორმა, ლამაზი სლაიდერები და მისთანები. საიტის ბიუჯეტი უნდა იანგარიშოთ 1000 ლარიდან.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: 1000 ლარიდან არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი თქვენი სურვილი შევა ამ თანხაში. ჩვენ უბრალოდ ვუთითებთ ფასების დონეს იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ორიენტირება. მაგრამ დეტალური გაანგარიშება ყოველთვის ინდივიდუალურია.

ავღნიშნავთ, რომ გადახდისა და ავტომატური დაჯავშნის ორგანიზება ვარაუდობს უკვე შემდეგ ტარიფს.

ტარიფი გაუმჯობესებული

ყველაზე რთული საიტები. ინტერნეტ მაღაზიები, სასტუმროები ავტომატური დაჯავშნის სისტემით, უძრავი ქონებით ვაჭრობა ობიექტების რუკებით და ამდაგვარი პროექტები. ხშირად საჭიროა ონ-ლაინ გადახდა, საქონლის ან ნომრების აღრიცხვა, სხვა რთული ტექნიკური გადაწყვეტილებები.

Copyright © 2020 Все права защищены